Welcome

/news/gandegili_temis_avt_39_ori_chingiz_qurbanovi/2012-01-08-39

0.0

"განდეგილი" თემის ავტორი ჩინგიზ ყურბანოვი

თემის ავტორი: ჩინგიზ ყურბანოვი
თემა შედგენილია პიროვნებაზე და ადამიანზე. თემის წასაკითხად ან გადმოსაწერად შედით სრულად ნახვაში.

Views: 1308 |

Category: თემები და თხზულებები |

/news/mit_39_eveba_da_tskhovrebis_ert_mizani/2012-01-08-38

0.0

მიტევება და ცხოვრების ერთ მიზანი

თემის ავტორი: ჩინგიზ ყურბანოვი.
თემაში არის ახსნილი მიტევება და ცხოვრების მიზანი ნამდვილად ძალიან საინტერესო თემაა ჩართეთ წყნარი მუსიკა და წაიკითხეთ ხმა დაბალი ტემპით.

Views: 1020 |

Category: თემები და თხზულებები |

/news/wutisofeli/2012-01-04-31

0.0

Wutisofeli...



წუთისოფელი
 ადამიანს რომელსაც ხატვის ნიჭი არ აქვს და ფიზიკურად ვერ ხატავს თავის წარმოსახვაში უნიჭიერეს მხატვარსაც კი ჯობნის ხატვაში. წარმოსახვა მთელ მსოფლიოს მოიცავს. როცა ხვდები, რა გზა გაიარა კაცობრიობამ გამოქვაბულიდან დღემდე, წარმოსახვის ძალასაც სრული მასშტაბით გრძნობ. ის, რაც ახლა გვაქვს, ჩვენი წინაპრების წარმოსახვითაა მიღწეული. ის, რაც მომავალში გვექნება, ჩვენი წარმოსახვის დახმარებით აშენდება. ჩემი აზრით, ამ ცხოვრებას ზედმეტ სახელს წუთისოფელს ის ადამიანები არქმევენ რომლებიც თავიანთი ფიქრებით სცდებიან იმ წლებს რომლბიც მათ რეალურად უნდა გაიარონ. ანუ მათ ეს ცხოვრება წუთისოფლად ეჩვენებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობენ იმ მიზნების განსახორციელებლად თავიანთი ცხოვრება არც კი ეყოფათ. ხოლო ვინც ასწრებს ამის შესრულებას და მხოლოდ ისეთი მიზნების დასახვას რომელსაც თავისი ცხოვრების წლები ზუსტად ეყოფა სავარაუდოდ ხდება წარმატებული. მაგრამ, ადამიანის ფასი იმით უნდა განისაზღვრებოდეს, თუ რას იძლევა ის, და არა იმით, რისი მიღწევა შეუძლია. ჩემი აზრით უნდა შევეცადოთ წარმატებული კი არა, ძვირფასი ადამიანი გავხდეთ. თუკი საქვეყნოდ ცნობილ ადამიანებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ თითოეულმა მსოფლიოს რაღაც მისცა. უნდა გასცე, იმისთვის, რომ მიღების საშუალება გქონდეს. როცა თვენი მიზანი სამყაროში ფასეულობათა გამრავლებაა, ცხოვრების მომდევნო დონეზე გადადიხართ. ჩემი აზრით. ცხოვრების ორი ხერხი არსებობს: შეგიძლიათ იცხოვროთ ისე, თითქოს სასწაულები არ ხდება და შეგიძლიათ ისე იცხოვროთ, თითქოს ყველაფერი ამ ქვეყანაზე სასწაული იყოს. თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს სამყაროში სასწაული არაა, თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რასაც მოინდომებთ და დაბრკოლება არ გექნებათ. და თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს ყველაფერი სასწაული იყოს, სულ მცირედი სილამაზითაც კი დატკბებით. თუ ერთდროულად ორივენაირად იცხოვრებთ, მაშინ თქვენი ცხოვრება ბედნიერი და ნაყოფიერი იქნება. 
გაგრძელება სრულად ნახვაში!!!!!!

Views: 1188 |

Category: თემები და თხზულებები |

/news/miyvarxar_chingiz_kurbanov/2011-12-28-23

0.0

Miyvarxar (Chingiz kurbanov)

მიყვარხარ...
მიყვარხარ იმარცვლება მი-ყვარ-ხარ. მი ინგლისურად მე, ხარ ანუ შენ, ხოლო ყვარ არის აუხსნელი. „ყვარ" ამ მარცვალს საზოგადოება და მსოფლიო ვერ ხსნის. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გამოუცდელობით აიხსნება ეს მარცვალი. მარტივად რომ დავიწყოთ ყველა სიტყვას აქვს ახსნა, ყველაზე ადვილად მოსახმარ სიტყვასაც  „გამარჯობას" ამ სიტყვასაც კი გააჩნია ახსნა და განმარტება. ყველა სიტყას თავისი მიზანი და მიმართულება გააჩნია მაგრამ მიმართულება სიტყვა „სიყვარულს" არ გააჩნია. სიყვარული ეს არის გრძნობა რომელიც მიუხვედრელს ახვედრებს. სიყვარული არ არის თავდავიწყება არ არის გულის ტკვილი და არ არის გულის სიხარული. სიყვარული არის ბედნიერება. ბედნიერების ახსნის შემთხვევაში მიხვდებით სიყვარულის აზრს და მიზანს. ძალიან ხშირად შეიძლება ვთქვათ მე შენ მიყვარხარ! ამ წინადადებას ფსიქოლოგიურად ეგოისტურად მიიჩნევენ იმიტომ რომ სიყვარულის ახსნის დროსაც კი ადამიანი თავის თავს აყენებს ვიღაცაზე ან რაღაცაზე წინ. განა შეიძლება შეიყვარო ადამიანი რომელზეც წინ დააყენებ შენ თავს? ჩნდება კითხვა რატომ? კითხვაზე პასუხი მარტივია „იმიტომ". ახსნა იმისა თუ რატომ გიყვარს შეუძლებელია მაგრამ ახსნა იმიზე თუ რატომ შეიძლება შეგიყვარდეს მარტივი ამაზეც იგივე პასუხი მოქმედებს „იმიტომ". 
ადამიანები გულის ტკივილს ტრაგედიით ან სიყვარულით ხსნიან, იმის და მიუხედავად რომ ორმხრივი სიყვარული შეიძლება არც კი არსებობდეს, მე არ მჯერა იმის რომ სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობაა რაც არსებობს,  ჩემი აზრით ადამიანში სხვა გრძნობებიც არის რომელიც დათრგუნულია. დათრგუნული გრძნობების შესაგრძნობად კი მხოლოდ და მხოლოდ საჭირო პირობების შექმნაა საჭირო, ამ პირობებს ამ წუთისოფელში ვერცერთი სულიერი ვერ შეძლებს იმიტომ რომ ეს გრძნობები უხილავია და არა ამქვეყნიური.


Comments --- სრულად ნახავთ მანდ. 


Views: 815 |

Category: თემები და თხზულებები |

Music


Video

Programs


^
 
Make a free website with uCoz