Welcome

/news/gandegili_temis_avt_39_ori_chingiz_qurbanovi/2012-01-08-39
  • Ïðîñìîòðîâ: {views}
  • Äàòà: {date}

0.0

თემის ავტორი: ჩინგიზ ყურბანოვი

განდეგილი...

უძველესი დროიდან ადამიანს სწამს რაღაცის ან ვიღაცის,
რწმენა ეს ყველა ადამიანში დევს მაგრამ მათი ქვეცნობიერი ამას სხვა და სხვა გვარად
განიხლიავს.
  ზოგს სწამს იმის რომ თუ მის ცხოვრებაში
რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს მაშინ ეს წყევლაა ან საერთოდ დასჯა, მაგრამ არსებობს
ადამიანების მცირე კატეგორია რომელიც ამას უყურებს ჩვეულებრივი მოვლენის სახით და ამბობენ
რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას არ ვიყავითო. 21 საუკუნე არ ნიშნავს იმას რომ ადამიანებმა
უნდა მოუკლონ ლოცვას რწმენას ან საერთოდ გრძნობების გამჟღავნებას, ზუსტად დღეს არის
აუცილებელი სამივე პუნქტის დაცვა, თუ ვიწამებთ მაშინ ვილოცებთ თუ ვილოცებთ გვეყვარება.
ყველა ადამიანში დევს გრძნობა სახელად სიყვარული. ამას ადამიანები მიიჩნევენ თავდავიწყებად
და სიცოცხლის სურვილის გამამტკიცებელ თვისებად, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც
რომლებსაც ამ გრძნობის არც კი სჯერათ. ადამიანმა რომ ირწმუნოს ის პირველ რიგში უნდა
შეიგრძნოს და შეიყვაროს იმიტომ რომ სხვისი გამოცდილებით შეუძლებელია დაგეგმო შენი ცხოვრება.
მე პირადად არ მინახია ადამიანი რომელსაც სხვის შეცდომებზე უსწავლია. შეცდომა იმიტომ
არსებობს რომ დაუშვა და ისწავლო და არა იმიტომ რომ ეს სპორტულ ჟინად გექცეს და სწავლის
ნაცვლად მთელი ცხოვრება შეცდომებით გაიმწარო. ფსიქოლოგიური მომენტია მაგალითად როდესაც
ყუთში 10 ვაშლი დევს
  და აქედან 9 გაფუჭებულია,
ხელს ჩავყოფის და ამოღების შემთხვევაში დიდი შანსი არსებობს იმის რომ გაფუჭებული ვაშლი
ამოვიღოთ, მაგრამ ყოველ ხელის ჩაყოფაზე და ამოღებაზე შანსი იზრება იმისი რომ კარგი
ვაშლი ამოვიდეს.
  მინდა შევეხო რადიკალს ანუ
პერსონაჟს რომელიც გვევლინება თითქოს ცხოვრებისგან და რეალობისგან გაქცეული, ყოველ
შემთხვევაში მე ასე მივიჩნევ. როცა ადამიანი რეალობას გაურბის მაშინ მას უნდა რომ მარტო
იყოს თავის თავთან განმარტოებული. ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად ზოგი ისეთ ადგილას
მიდის საცხოვრებლად სადაც არავინ არ არის ან ცოტა რაოდენობის ადამიანი ცხოვრობს ისიც
მოშორებით. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟიც მარტო იყო თავის თავთან განმარტოებული და
მას ჩვეულებრივ ადამიანს ვერ ვუწოდებთ რომელიც ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს როგორც ადამიანების
ძალიან დიდი რაოდენობა.ჩემი აზრით სიტყვა განდეგილის ახსნა შეგვეძლება მხოლოდ მაშინ
როდესაც მივხვდებით მის გრძნობებს და ფიქრებს. განდეგილი შეიძლება გავაიგივოთ გაქცეულთან
ან მიტოვებულთან, გამოჩენილთან ან დაკარგულთან. ახნა ამისი სხვა და სხვა მხრიდან შეიძლება
ანუ გააჩნია ადამიანის ხედვას და ფიქრებს. ადამიანები მაშინ უფრო ძნელად უგებენ ერთმანეთს
როდესაც ერთნაირი აზროვნების და ხედვის არიან, ისინი ერთნაირად ხედავენ მაგრამ განსხვავებულად
გამოხატავენ. ადამიანების ზოგი კატეგორია იბრძვის იმისთვის რომ თავისი აზრები სხვას
მოახვიოს, ზოგი კი მას მალავს
  და უნდა რომ
სხვამ არ გაიგოს, უნდა რომ იყოს ისეთი როგორიც არ არის და შეიყვაროს მან ვისაც არ უყვარს.
 

 განდეგილის
გრძნობების მისახვედრად სასურველია გავიგოთ რისი ეშინია და რა სურს რომ დაინახოს. სანახავი
ჭეშმარიტება და რეალობაა და მას ჭეშმარიტების და რეალობის ეშინია.

 


Views: 1309 |

Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Registration | Login ]

Music


Video

Programs


^
 
Make a free website with uCoz