Welcome

/news/mit_39_eveba_da_tskhovrebis_ert_mizani/2012-01-08-38
  • Ïðîñìîòðîâ: {views}
  • Äàòà: {date}

0.0

თემის ავტორი: ჩინგიზ ყურბანოვი.
თემაში არის ახსნილი მიტევება და ცხოვრების მიზანი ნამდვილად ძალიან საინტერესო თემაა ჩართეთ წყნარი მუსიკა და წაიკითხეთ ხმა დაბალი ტემპით.

შერიგება, მიტევება, ცხოვრების მთავარი მიზანი...

ადამიანის ცხოვრებას თვითონ ადამიანი განაგებს. ამ მოსაზრების 
დასამტკიცებლად მინდა ერთი საინტერესო მაგალითით დავიწყო თემის დაწერა. იყო ერთი სოფელი 
რომელშიც ცხოვრობდა ბრძენი. ბრძენმა ყველა კითხვაზე იცოდა პასუხი რაც არ უნდა დაესვათ. 
სოფლის ბიჭებმა მოინდომეს ბრძენის ჩაჭრა და მოიფიქრეს ესეთი რაღაც, მოდით დავიჭიროთ 
პეპელა, ეს პეპელა ჩავისვათ ხელის გულში და ორივე ხელის გული ერთმანეთს მივადოთო, მივიდეთ 
ბრძენთან და ვკითხოთ ბრძენო ეს პეპელა ცოცხალი თუ მკვდარიო? თუ ბრძენი გვიპასუხებს 
მკვდარიაო მაშინ გავუშვებთ ხელს და გაფრინდებაო და თუ გვეტყვის ცოცხალიაო ხელის გულებს 
მივადენბთ უფრო ახლოს ერთმანეთს პეპელა გაიჭყლიტება და ნახავს ბრძენი რომ მკვდარია 
პეპელა. მივლენ ამ ბრძენთან და ბრძენს ეკითხებიან, ბრძენო ეს პეპელა ცოცხალია?        თუ მკვდარიო? 
ბრძენმა თავი აწია და უპასუხა „ ყველაფერი შენს ხელშია".  ეს სიტყვები ადრეც იყო მოქმედი და ეხლაც არის მოქმედი 
და დარწმუნებული ვარ ყოველთვის იქნება მოქმედი და ჭკვიანი ადამიანი მას იტყვის და მიუახლოვდება 
ჭეშმარიტ ხედვას და აზროვნებას.  ადამიანს ძალიან 
დიდი შესაძლებლობები აქვს რომელიც დათრგუნულია იმიტომ რომ მისი გამოვლენის პირობები 
არ შეექმნა. იგივეა როდესაჩ ბავშვს აქვს სიმღერის ნიჭი, თუ მშობელი მას სიმღერაზე არ 
მიიყვანს და პედაგოგთან არ მოამზადებს მაშინ ეს გენი და ნიჭი გამოითიშება უბრალოდ და 
არ იმოქმედებს.  შეიძლება წაიღიღინოს ან იმღეროს 
მაგრამ ამას მომზადება და სწავლა მაინც სჭირდება.  
ადამიანები გრძნობების მიხედვით ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი, როდესაც 
მას შეუძლია პატიება ანუ მიტევება, და მერე ნაწილი რომელსაც არ შეუძლია პატიება ანუ 
მიტევება. პირველი ნაწილის აზროვნება ანუ ფსიქოლოგია განიხილავს ამ გრძონებას და მასე 
დადებითად არის განწყობილი რაც იწვევს იმას რომ ის უფრო გულ თბილი და საინტერესო ხდება. 
ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს ამ ნახევარში ძალიან ცოტა ადამიანი შედის პროცენტულად 
კი 3% ან 4%. ყოველ დღიურად ადამიანი ათასობით უბედურებას და ათასობით შიშს უმკლავდება 
ამდენი პრობლემების გამკლავებით მასში გრძნობები უარყოფითად იწყებენ მოქმედებას და 
აგრესიულები ხდებიან. ასეთი კატეგორიის ადამიანები ამიტომ არიან აგრესიულები და გულ 
ქვები. მათ ტკივათ გული და უნდათ რომ სხვასაც ისე ატკინონ როგორც მათ ტკივათ რათა თითქოსდა 
თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ. მაგრამ ეს ყველაფერი კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას რომ 
ამ კატეგორიის ადამიანები მიუტევებლები არიან ანუ მათში ითრგუნება და ითიშება მიტევების 
გრძნობა და წინა ფლანგზე რეალიზებას მიუტევებლობის გრძნობა ახდენს. დროში მოგზაურობას 
თუ შევეცდებით ვნახავთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ძლიერი, მიუტევებელობით აღჭურვილი 
და ამავ დროულად იყო დამპყრობელი რომელიც არ ინდობდა თავის ოჯახსაც. ამას მიუტევებლობა 
ქვია და ეს კი უკვე ფსიქიკურ შეშლილობას ასახავს ანუ ესეთი ადამიანები შეიძლება ითქვას 
ფსიქოლოგიურად დაბნეულები არიან და თავს ვერ აკონტროლებენ. დამეთანხმება ალბათ ყველა 
რომ ადამიანს თუ სურს წარმატების მიღწევა ჯერ უნდა დაფიქრდეს რა უნდა მართლა სინამდვილეში 
და შემდეგ დაისახოს მიზანი. თუ არ დაისახა მიზანი მაშინ ეს ადამიანი დაიკარგება ცხოვრებაში. 
ადამიანები კი ღმერთს იმიტომ არ გაუჩენია რომ ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწიონ და
წვალებით გაატარონ მთელი თავიანთი არსებობა. ხშირად კი ადამიანები თავიანთ პრობლემად 
ფულს და სიყვარულს ასახელებენ. უმიზნოდ ცხოვრება შეიძლება ავხსნა ასეთი მაგალითით, 
მაგალითად თუ დაფაზე შემოვხაზავთ რამე პატარა წრეს და ხელში დავიჭერთ ისარს თვალზე 
თუ ავიფარებთ ხელს და მოვშორდებით დაფას, მაშინ ოდესმე მაინც მოვახვედრებთ ისარს მიზანში? 
რა თქმა უნდა ვერასდროს.  ადამიანი უმიზნოდ 
გინდა არსებობდეს გინდა არა ეს გარდაუვალია და მარტივი. ამ სიტყვების გაგონებისას ზოგი 
ადამიანი მიზნის დასახვას იწყებს და ძალიან ხშირად სხვის მიზანს ისახავს და ისაკუთრებს. 
ბოლოს კი გამოდის რომ თითქოს მისი მიზნისთვის უბრძოლია ამდენი ხანი და მიუღწევია. ადამიანმა 
ყოველთვის რამე სერიოზულად უნდა მოინდომოს და მიაღწევს. როცა ადამიანი რაღაცას თავისით 
აკეთებს თავისი ხელებით და თავისი გრძნობებით მაშინ ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. 
მაშინ როდესაც ის მას დაუფასდება თავის თავს ძალიან ბედნიერად მიიჩნევს იმიტომ, რომ 
წვალება დაუფასდა. იგივეა როდესაც მთამსვლელი ადის მთაზე და ლაშქრავს მას, მისთვის
მთაზე ასვლა და მისი დალაშქვრა ძალიან ბევრს ნიშნავს და რომ ავა მთის წვერზე ძალიან 
კარგად და ბედნიერად გრძნობს თავს. ხოლო იგივე მთაზე რომ ავა ადამიანი თვითმფრინავით 
და დაჯდება გადმოიხედება მისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმას 
რომ ადამიანი თავის გაკეთებულს უფრო აფასებს ვიდრე სხვის გაკეთებულს. ყოველთვის თუ 
რამის გაკეთება არ შეგიძლია, მაშინ გეგმის შედგენა დაიწყე სიტყვებით „მე შემიძლია". 
თემურ ლენგის სიტყვებია: წარმატება არის ისტორია და არა საიდუმლო. ეს ბუნებრივი შედეგია 
საფუძვლიანი ცოდნის საფუძველზე მიღებული პრაქტიკის თანმიმდევრული გამოყენების. მაგალითის 
აღება ყველაფრისგან შეიძლება ვთქვათ ჭიანჭველა. ჭიანჭველა ყოველთვის ეჭიდება ისეთ ტვირთს 
რომელიც შეიძლება ითქვას მასზე დიდია მოცულობით. ჭიანჭველა ძალიან ბევრი ცდის მიუხედავად 
მას მაინც გადაიტანს სასურველი მიმართულებით. ადამიანის ფსიქოლოგიაც მსგავსია რაც არ 
უნდა დიდი პრობლემა შეექმნას მას სათანადო ბრძოლის და შრომის შედეგად მოაგვარებს. წარმატება 
შემიძლია ავხსნა შემდეგი სიტყვებით თუ დავისახავთ მიზანს და ამ მიზანს მივაღწევთ ჩვენ 
გავხდებით წარმატებულები და წარმატება არაფერია რამოდენიმე წესის ყოველდღიური დაცვის 
გარდა და წარუმატებლობა ყოველდღიური რამოდენიმე შეცდომის გამეორებაა. საკუთარ თავში 
დამაჯერებლობა გვეხმარება განვავითაროთ ინიციატვია, თუ გვწამს რომ ცხოვრება მშვენიერია 
ეს გვეხმარება გადავდგათ ნაბიჯები ის უფრო მეტად გასალამაზებლად. ხოლო ის ვინც ცხოვრბაზე 
უარყოფითად არის განწყობილი სჯერა რომ ცუდი მას გვერდს აუვლის. ჩემი აზრით კარგი ლიდერი 
რომ გახდე აუცილებელიად უნდა დახარჯო მთელი ცხოვრება, მაგრამ ეს პროცესი წარმოიქმნება 
სხვა ადამიანებთან ურთიერთობით. ხალხი არ გაჰყვება მას დიდი ხნით და ხალხს ძალიან იშვიათად 
უყვართ თავიანთი უარყოფით მეგობრები. ნაპოლეობმა: „კარგი ლიდერი იმედით ვაჭრობს". შემიძლია 
ჩემ სიტყვებზე დაყრდნობით ვთქვა რომ ნებისმიერი ოცნება შეიძლება განხორციელდეს თუ ჩვენ 
გვეყოფა გამბედაობა მის გამო ვიმოქმედოთ.

Views: 1021 |

Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Registration | Login ]

Music


Video

Programs


^
 
Make a free website with uCoz