Welcome

/news/miyvarxar_chingiz_kurbanov/2011-12-28-23
  • Ïðîñìîòðîâ: {views}
  • Äàòà: {date}

0.0

მიყვარხარ...
მიყვარხარ იმარცვლება მი-ყვარ-ხარ. მი ინგლისურად მე, ხარ ანუ შენ, ხოლო ყვარ არის აუხსნელი. „ყვარ" ამ მარცვალს საზოგადოება და მსოფლიო ვერ ხსნის. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გამოუცდელობით აიხსნება ეს მარცვალი. მარტივად რომ დავიწყოთ ყველა სიტყვას აქვს ახსნა, ყველაზე ადვილად მოსახმარ სიტყვასაც  „გამარჯობას" ამ სიტყვასაც კი გააჩნია ახსნა და განმარტება. ყველა სიტყას თავისი მიზანი და მიმართულება გააჩნია მაგრამ მიმართულება სიტყვა „სიყვარულს" არ გააჩნია. სიყვარული ეს არის გრძნობა რომელიც მიუხვედრელს ახვედრებს. სიყვარული არ არის თავდავიწყება არ არის გულის ტკვილი და არ არის გულის სიხარული. სიყვარული არის ბედნიერება. ბედნიერების ახსნის შემთხვევაში მიხვდებით სიყვარულის აზრს და მიზანს. ძალიან ხშირად შეიძლება ვთქვათ მე შენ მიყვარხარ! ამ წინადადებას ფსიქოლოგიურად ეგოისტურად მიიჩნევენ იმიტომ რომ სიყვარულის ახსნის დროსაც კი ადამიანი თავის თავს აყენებს ვიღაცაზე ან რაღაცაზე წინ. განა შეიძლება შეიყვარო ადამიანი რომელზეც წინ დააყენებ შენ თავს? ჩნდება კითხვა რატომ? კითხვაზე პასუხი მარტივია „იმიტომ". ახსნა იმისა თუ რატომ გიყვარს შეუძლებელია მაგრამ ახსნა იმიზე თუ რატომ შეიძლება შეგიყვარდეს მარტივი ამაზეც იგივე პასუხი მოქმედებს „იმიტომ". 
ადამიანები გულის ტკივილს ტრაგედიით ან სიყვარულით ხსნიან, იმის და მიუხედავად რომ ორმხრივი სიყვარული შეიძლება არც კი არსებობდეს, მე არ მჯერა იმის რომ სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობაა რაც არსებობს,  ჩემი აზრით ადამიანში სხვა გრძნობებიც არის რომელიც დათრგუნულია. დათრგუნული გრძნობების შესაგრძნობად კი მხოლოდ და მხოლოდ საჭირო პირობების შექმნაა საჭირო, ამ პირობებს ამ წუთისოფელში ვერცერთი სულიერი ვერ შეძლებს იმიტომ რომ ეს გრძნობები უხილავია და არა ამქვეყნიური.
მაშინ ფიქრობ და მსჯელობ საინტერესოდ როდესაც საუბრისას კითხვას სვავ, არასდროს გასცე კითხვაზე პასუხი სრულად იმიტომ რომ შემდგომში შემდეგი კითხვა ყოველთვის იგივე თემაზე გაჩნდება. რომ გადავხედოთ ცხოვრებას და ვთქვათ „მე შემიძლია სიყვარული ვიყიდო" ამ წინადადებას ბევრი უარყოფს ბევრი კი მხარში ამოუდგება.  ვინც უარყოფს კი ის იტყვის რომ შეუძლებელია რომ ადამიანში სიყვარული იყიდო, მაგრამ რომ წარმოიდგენს რომ თუ შეიძლება ადამიანის ყიდვა, რატომ არ შეიძლება მისი გრძნობების ყიდვაც? კითხვაზე პასუხი მარტივია „იმიტომ". მაგრამ შევეცდები სიტყვა „იმიტომ" გავშიფრო და ავსხნა . რატომ იმიტომ? და არა იმიტომ რომ? ამას ადამიანი ვერ ახსნის იქამდე სანამ არ მოინდომებს. ადამიანი სერიოზულად თუ მოინდომებს მიაღწევს ეს გარდაუვალია. ამიტომ მე მოვინდომებ და ავხსნი მარტივი მაგალითით. ვთქვათ ვიყიდეთ ავტომობილი გარკვეული მარკის, და აღმოჩნდა რომ იმ მანქანაში სხვა ავტომობილის ძრავი დევს. ხომ ჩემია ის მანქანა იმის და მიუხედავად რომ სხვა ძრავი დევს? რა თქმა უნდა ჩემია. ადამიანის ყიდვაც კი იგივეა თუ ვიყიდი მე ადამიანს აქედან გამომდინარე ვიყიდი მე მის გრძნობებსაც და გამოვა რომ მისი გრძნობები ჩემია . ნუ რა თქმა უნდა უხეშად ნათქვამია მაგრამ ეს რეალობაა და ადამიანმა რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს იმიტომ რომ რაც უფრო წლოვანება იმატებს მით უფრო ეჯახები ცხოვრებას. ყველაზე მეტად ბავშვი ოცნებობს და ის ამით ბედნიერია, ოცნებობს და უხარია აქედან გამომდინარე ბედნიერია, მაგრამ როდესაც წლები იმატებს ის ზუსტად მაშინ უშვებს შეცდომას და ოცნებას თავს ანებებს,  ცხოვრებას რეალურად უყურებს და ხშირად ეს ხედვა მას აბრმავებს და აშინებს. კი მართალია სიყვარული არ უნდა იყიდო მე არ ვემხრობი იმას რომ სიყვარული უნდა იყიდო, ერთი პრობლემაა. ხალხი იძახის რომ: იცი რა სიყვარული ყველაფერია და ფული ხელის ჭიჭყიო. აბა წარმოიდგინეთ ის ხელის ჭუჭყიც რომ დავიბანოთ საპნით, საპონის ყიდვასაც კი ფული სჭირდება.  შემიძლია ცხოვრებისეული მაგალითის მოყვანა რომ სიყვარული ყველაფერი არ არის, მაგრამ უსიყვარულოდ ყველაფერი არაფერი არის. წარმოვიდგინოთ რომ მივდივართ ქუჩაში და მოდის პატარა ბავშვი და ფეხებზე გიჭერთ და გეუბნებათ დეიდა ბიძია პური მინდა მშია, და თქვენ იმის შესაძლებლობა არ გაქვთ რომ გაუმასპინძლდეთ, თქვენ სამაგიეროდ გიყვართ და ეუბნებით რომ მე შენ მიყვარხარ შენ ძალიან კარგი ხარ  დაიჭერ და მუცელს აუჯანჯღარებ. თქვენი აზრით ეს მას გააძღობს? ეს მას ნამდვილად ვერ გააძღობს.  დღეს ყველას უნდა უყვარდეს ადამიანები და ფული იმიტომ რომ გადარჩენის მხოლოდ და მხოლოდ ორი საშუალება არსებობს.  რომელიც ერთად უნდა იყოს! ფული და სიყვარული. ამ შემთხვევაში სიყვარული მეორე ხარისხოვანია მაგრამ ამავ დროულად აუცილებელი.

Views: 817 |

Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Registration | Login ]

Music


Video

Programs


^
 
Make a free website with uCoz