Welcome

/news/temur_eliava_qalbatono/2011-12-28-26

0.0

temur eliava-qalbatono

ისევ თქვენ გწერთ, გევედრებით, ნება დამრთეთ, 
კიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ, 
არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ 
თუ ამ წერილს წაიკითხავთ ქალბატონო. 
გაწყენინეთ? თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი, 
თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ, 
მაპატიეთ, მეკადრება, ბოდიშ გიხდით, 
მომიტევეთ, მომიტევეტ ქალბატონო. 
მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები, 
მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ, 
დამიჯერეტ ყველა წმინდანს გეფიცებით, 
დაგივიწყებთ, მეც ოდესმე დაგივიწყებთ. 
რაც კი დამრჩა უთქმელი და სამახსოვრო 
ახლა მინდა გაგიმხილოტ მშვიდი დარდით, 
ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ 
აი სწორედ, სწორედ მაშინ შემიყვარდით. 
ისევ თქვენ გწერთ ქალბატონო, მომაგონდით, 
უცნაური მწუხარებით, მკრთალად, მღვრიედ, 
გახსოვთ ის დრო ყველაფერს რომ მპატიობდით? 
ეხლა კიდე ეს წერილიც მაპატიეთ. 
ვწუხვარ, უკანასკნელ სალამს განდობთ, 
ეხლა უნდა სამუდამოთ მიგატოვოთ, 
მაპატიეთ, მომიტევეთ, დიდად გმადლობთ, 
დიდად გმადლობთ, რომ მიყვარდით ქალბატონო.

Views: 712 |

Category: სხვა და სხვა |

/news/temur_eliava_urjulos_agsareba/2011-12-28-25

0.0

Temur eliava-urjulos agsareba

შენ ჯიხვის რქებზე მთვარის სისხლი არ გინახავს,
არც მამაცი ყივჩაღების ბრძოლა იცი.
როგორ დნება ღამე ნისლებს რომ ინახავს
თავშლიანი ქალწულისთვის მინაფიცი.
დღე რომ ღამის ნასამოსარს გადმოიცვამს
მოდი მნახე, ხალი მახლე, მიგრძენ ტანი,
შენ ვინც კერა დაგინგრია გადაგიწვა
მე ვარ იგი, აღა მაჰმად ოსმანდ ხანი,
მოდი სული დამილიე მე ურჯულოს
მოყვასს გიკლავ დედის ნამშოდ მოგვარესა.
შენი მიწის გმირი რომ არს მიყუჟული,
რა რომ განა ხმალი ოღლიმ აულესა.
მტერი ვიყავ, მტრადვე დავრჩი ნაკრძალევი
მტვერი ვიყავ მტვრადვე ვიქეც ძაღლსაყეფო
მაგრამ მახსოვს მხედართ მქონდა ნაბრძანები
ქართლის ქალი მომიყვანეთ ყაჩაღებო.
არაგვზედა, მბრძანებელი ვიყავ ჯარზე,
შენი მიწის ოხშივრებში ჩაწყდა სუფრა,
თითქოს ისევ შენი ღმერთი აცვეს ჯვარზე
და მახვილით მოვლენილი აღსდგა უფლად.
გუმბათ-გუმბათ გადავლეწე შენი მიწა
სალოცავი რაც კი გქონდა სისხლში ვჭამე
მე რომ შენს მტერს მუჰამედის მადლი მიცავს,
საზღაური გავეც ჩემი ოფლად მწაარე
ლექა შევსვი კლდე ნალოკი სამხრეთ ელთა
საფრესკალზე მომიწერეს ომთა მთვლელო,
შენს წმინდანში მოღალატე აბოს ვხედავ
მე კი მართალს როგორ უნდა მომიტევო.
ჯიხვის რქებზე მთვარის სისხლი არ გინახავს
არც მამაცი ყივჩაების ბრძოლა იცი,
ასე დნება ღამე ნისლებს რომ ინახავს
თავშლიანი ქალწულისთვის მინაფიცი.      

Views: 780 |

Category: სხვა და სხვა |

/news/temur_eliava_dialogi_gmerttan/2011-12-28-24

0.0

Temur eliava-dialogi gmerttan

შორს, ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში,
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა,
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი,
დროში ქცეული უკვდავ სხეულად.
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას.
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა.
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან.
და თითქოს ლოდი, გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა.
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა,
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა.
- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად.
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტებას რომელსაც მალავ.
მოგიახლოვდა ღვთის სამართალი
დასჯა ყოველი: სუფთა და წმინდა.
თქვი შენი სიტყვა, რომ ხარ მართალი,
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე,
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი,
ოფლით დასველდა ცოდვილის სახე,
ჩემში გაცოცხლდა მომკვდავის ზიზღი.
- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?!
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიდხანს,
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი...
ლექსის გაგრძელება სრულად ნახვაში...

Views: 1034 |

Category: სხვა და სხვა |

/news/miyvarxar_chingiz_kurbanov/2011-12-28-23

0.0

Miyvarxar (Chingiz kurbanov)

მიყვარხარ...
მიყვარხარ იმარცვლება მი-ყვარ-ხარ. მი ინგლისურად მე, ხარ ანუ შენ, ხოლო ყვარ არის აუხსნელი. „ყვარ" ამ მარცვალს საზოგადოება და მსოფლიო ვერ ხსნის. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ გამოუცდელობით აიხსნება ეს მარცვალი. მარტივად რომ დავიწყოთ ყველა სიტყვას აქვს ახსნა, ყველაზე ადვილად მოსახმარ სიტყვასაც  „გამარჯობას" ამ სიტყვასაც კი გააჩნია ახსნა და განმარტება. ყველა სიტყას თავისი მიზანი და მიმართულება გააჩნია მაგრამ მიმართულება სიტყვა „სიყვარულს" არ გააჩნია. სიყვარული ეს არის გრძნობა რომელიც მიუხვედრელს ახვედრებს. სიყვარული არ არის თავდავიწყება არ არის გულის ტკვილი და არ არის გულის სიხარული. სიყვარული არის ბედნიერება. ბედნიერების ახსნის შემთხვევაში მიხვდებით სიყვარულის აზრს და მიზანს. ძალიან ხშირად შეიძლება ვთქვათ მე შენ მიყვარხარ! ამ წინადადებას ფსიქოლოგიურად ეგოისტურად მიიჩნევენ იმიტომ რომ სიყვარულის ახსნის დროსაც კი ადამიანი თავის თავს აყენებს ვიღაცაზე ან რაღაცაზე წინ. განა შეიძლება შეიყვარო ადამიანი რომელზეც წინ დააყენებ შენ თავს? ჩნდება კითხვა რატომ? კითხვაზე პასუხი მარტივია „იმიტომ". ახსნა იმისა თუ რატომ გიყვარს შეუძლებელია მაგრამ ახსნა იმიზე თუ რატომ შეიძლება შეგიყვარდეს მარტივი ამაზეც იგივე პასუხი მოქმედებს „იმიტომ". 
ადამიანები გულის ტკივილს ტრაგედიით ან სიყვარულით ხსნიან, იმის და მიუხედავად რომ ორმხრივი სიყვარული შეიძლება არც კი არსებობდეს, მე არ მჯერა იმის რომ სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობაა რაც არსებობს,  ჩემი აზრით ადამიანში სხვა გრძნობებიც არის რომელიც დათრგუნულია. დათრგუნული გრძნობების შესაგრძნობად კი მხოლოდ და მხოლოდ საჭირო პირობების შექმნაა საჭირო, ამ პირობებს ამ წუთისოფელში ვერცერთი სულიერი ვერ შეძლებს იმიტომ რომ ეს გრძნობები უხილავია და არა ამქვეყნიური.


Comments --- სრულად ნახავთ მანდ. 


Views: 817 |

Category: თემები და თხზულებები |

/news/tetri_vardebi/2011-12-28-22

0.0

Tetri vardebi...


მე მაძლიერებს ის სიყვარული
რომელიც შენზეა გამოსახული
ხელზე მომხვდა შენი ნაზი ცრემლები
სახეს გიწმენდს ჩემი თბილი ხელები
სულ გაჩერდა ცრემლები 
სულ გაშეშდა ხელები
ამეკრძალება ხმის ამოღება
არ მეკადრება ჩუმად სიკვდილი
მე ამეკრძალა შენი შეხება
ეს იყო მხოლოდ ცრემლის სურვილი
ავიღებ შენს სურათს გულთან მივიტან
როცა მზის სხივი აწვება მყინვარს
გულ ჩათხრობილი ჩუმად დაგტირი
ცრემლებს ვეღარ ვგრძნობ მგონი თავთვერი...
მე აღარ ვარ და გახსოვდეს მომაკვდავის დარდები. 
სამოთხეში მოგიკრიფე თეთრი, ნაზი, ვარდები.

Views: 732 |

Category: აჩის ლექსები |

/news/ise_shegechvie/2011-12-28-21

0.0

Ise Shegechvie...


ისე შეგეჩვიე ვეღარ გშორდები
მე რომ წავიდე განმეორდები
მე რომ მოვკვდები ნუ დაღონდები
სადღაც მწვერვალზე დაგელოდები
დაღლას განვიცდი ცრემლთა გოდებით
სული დამძიმდა სევდის ლოდებით
შეგამკობ თოვლში ფიფქთა ლორდებით 
წვიმის დროს ცრემლით მოგაგონდები
ქარში ტკივილით მე მოგშორდები
აქ რომ დათბება იქ გავთოვდები
გვიან თუ მოხვალ ადრე მოვკვდები
ისე შეგეჩვიე ვეღარ გშორდები
იქ რომ დათბება აქ გავთოვდები.

Views: 628 |

Category: აჩის ლექსები |

Music


Video

Programs


^
 
Make a free website with uCoz