Welcome

/news/wutisofeli/2012-01-04-31
  • Ïðîñìîòðîâ: {views}
  • Äàòà: {date}

0.0



წუთისოფელი
 ადამიანს რომელსაც ხატვის ნიჭი არ აქვს და ფიზიკურად ვერ ხატავს თავის წარმოსახვაში უნიჭიერეს მხატვარსაც კი ჯობნის ხატვაში. წარმოსახვა მთელ მსოფლიოს მოიცავს. როცა ხვდები, რა გზა გაიარა კაცობრიობამ გამოქვაბულიდან დღემდე, წარმოსახვის ძალასაც სრული მასშტაბით გრძნობ. ის, რაც ახლა გვაქვს, ჩვენი წინაპრების წარმოსახვითაა მიღწეული. ის, რაც მომავალში გვექნება, ჩვენი წარმოსახვის დახმარებით აშენდება. ჩემი აზრით, ამ ცხოვრებას ზედმეტ სახელს წუთისოფელს ის ადამიანები არქმევენ რომლებიც თავიანთი ფიქრებით სცდებიან იმ წლებს რომლბიც მათ რეალურად უნდა გაიარონ. ანუ მათ ეს ცხოვრება წუთისოფლად ეჩვენებათ მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობენ იმ მიზნების განსახორციელებლად თავიანთი ცხოვრება არც კი ეყოფათ. ხოლო ვინც ასწრებს ამის შესრულებას და მხოლოდ ისეთი მიზნების დასახვას რომელსაც თავისი ცხოვრების წლები ზუსტად ეყოფა სავარაუდოდ ხდება წარმატებული. მაგრამ, ადამიანის ფასი იმით უნდა განისაზღვრებოდეს, თუ რას იძლევა ის, და არა იმით, რისი მიღწევა შეუძლია. ჩემი აზრით უნდა შევეცადოთ წარმატებული კი არა, ძვირფასი ადამიანი გავხდეთ. თუკი საქვეყნოდ ცნობილ ადამიანებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ თითოეულმა მსოფლიოს რაღაც მისცა. უნდა გასცე, იმისთვის, რომ მიღების საშუალება გქონდეს. როცა თვენი მიზანი სამყაროში ფასეულობათა გამრავლებაა, ცხოვრების მომდევნო დონეზე გადადიხართ. ჩემი აზრით. ცხოვრების ორი ხერხი არსებობს: შეგიძლიათ იცხოვროთ ისე, თითქოს სასწაულები არ ხდება და შეგიძლიათ ისე იცხოვროთ, თითქოს ყველაფერი ამ ქვეყანაზე სასწაული იყოს. თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს სამყაროში სასწაული არაა, თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რასაც მოინდომებთ და დაბრკოლება არ გექნებათ. და თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს ყველაფერი სასწაული იყოს, სულ მცირედი სილამაზითაც კი დატკბებით. თუ ერთდროულად ორივენაირად იცხოვრებთ, მაშინ თქვენი ცხოვრება ბედნიერი და ნაყოფიერი იქნება. სწორედ აქედან გამომდინარე ადამიანებს უჩნდებათ ათასობით კითხვა ცხოვრებაზე და მის ხანმოკლეობაზე. ჩემი აზრით, სიცოცხლე ხანმოკლე არ არის. უბრალოდ ვინც დროს კლავს იმას ბოლოს დრო კლავს. აქედან გამომდინარე ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია მაგრამ, ბოლოს თვითონ კლავს თავის მოსწავლეებს. იმაზე ფიქრიც რომ ცხოვრება იგივე წუთისოფელია ადამიანებს აშინებთ და ცდილობენ რაღაცნაირად განიხანგრძლივონ ის და ამ ცდებში მიდის ის დროც და ბოლოს გამოდის რომ ყველაფერი უცებ დამთავრდა. ადამიანი მის გახანგრძლივებას ბედნიერი წუთებით უნდა შეეცადოს. ჩემი აზრით, ამ ცხოვრებაში ერთი ბედნიერი წუთი, 1 წელს უდრის. თუ გინდა რომ ბედნიერება იგრძნო ჯერ ვინმეს ბედნიერება უნდა აჩუქო, ჯერ სხვა უნდა გახადო ბედნიერი და მხოლოდ ამის შემდეგ იგრძნობ თავს ბედნიერად და დაფასებულად. მაგრამ ჯერ საჭიროა იპოვო შენი თავი ამ ცხოვრებაში. არამგონია, რომ ადამიანი ცდილობდეს და არ გამოსდიოდეს. ადამიანს, რომელიც არასოდეს შემცდარა, არასდროს უცდია რამე ახლის გაკეთება. 



ადამიანთა უმრავლესობა არ ცდილობს გააკეთოს რამე ახალი, სწორედ შეცდომის დაშვების შიშით. არ უნდა გეშინოდეთ. ხშირად ადამიანი მარცხის მერე უფრო ხვდება წარმატების საიდუმლოს. ჩემი აზრით, ცხოვრებაში სწორი გზის საპოვნელად და მის გასაკვლევად საჭიროა განათლება რომელიც ადამიანთა უმრავლესობას თითქოსდა არც ანაღვლებს. . განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს. 30 წლის შემდეგ თქვენ უეჭველად დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ. გემახსოვრებათ მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში თავად ისწავლეთ. 

ჩემი აზრით, წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია! ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი სამყაროს მოიცავს. 
 ავტორი: ჩინგიზ ყურბანოვი

Views: 1190 |

Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Registration | Login ]

Music


Video

Programs


^
 
Make a free website with uCoz