Welcome

/news/gamonatqvamebi/2011-12-26-18
  • Ïðîñìîòðîâ: {views}
  • Äàòà: {date}

0.0

ჭეშმარიტება არასოდეს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგეები იხოცებიან.
შეცდომა ადამიანისებურია, პატიება კი - ღვთაებრივი.
ცხვრის საუკეთესო დამცველი მგელია.
ჩვენი სამშობლო არის ჩვენი საერთო მშობელი.
ყველაფერი მცირედან იწყება.
დიდი პიროვნება რომ სცნო, თვითონაც რაიმეს უნდა წარმოადგენდე.
შიშსა და ხიფათში მეტი მიდრეკილება გვაქვს, დავიჯეროთ სასწაულები.
ადამიანს იმის ეშინია, რაც არ იცის, ცოდნით კი ყოველგვარ შიშზე იმარჯვებს.
დრო არ მოძრაობს. მოძრაობს თქვენი გონება. დრო როგორ იმოძრავებს, როცა მოძრაობისთვის ისევ დროა საჭირო? თუ თქვენი დრო იმოძრავებს, მაშინ საჭირო იქნება სხვა დრო, რომელშიც იგი იმოძრავებს
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ნახევრად სიმართლე
მარცხი არის უბრალოდ შესაძლებლობა იმისა, რომ დავიწყოთ ყველაფერ ახლიდან უფრო ჭკვიანურად" - .
-რომელი ქალია უფრო ერთგული? შავგვრემანი თუ ქერა? პ.ს  ჭაღარა
შენ ამას სიბრაზეს უწოდებ, მე სიყვარულს                                                                                                      
ვისაც იმაზე ცოტა აქვს რამდენსაც ინატრებდა, უნდა იცოდეს რომ იმაზე ბევრი აქვს რამდენსაც იმსახურებდა
ნუ დაემოწაფები მას, ვინც საკუთარ თავს აქებს, რომ თავმდაბლობის ნაცვლად ამპარტავნება არ ისწავლო
ვინც რაიმე სულიერ ნიჭს ფლობს და თანაუგრძნობს მათ, ვისაც ის არა აქვს, ამგვარი თანაგრძნობით ამ ნიჭს ინარჩუნებს; გაყოყოჩებული კი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით დამარცხებული, კარგავს მას
ერთნაირად ცუდია - ცუდის გასაკეთებლად მზადყოფნა და სიკეთის ქმნის დაყოვნება
უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი.
არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე... ასეთი ქალების სილამაზეს მიგნება სჭირდება..
ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე...
სინდისი და პატიოსნება ტასაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი
მე მირჩევნია აქილევსი ვიყო და სხვამ მაქოს, ვიდრე ვიყო ჰომეროსი და სხვა ვაქო.
იქნებ არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდ მაქებელს შეხვდა ჰომეროსის სახით.
არაფერი არ არის ფუფუნებაზე უფრო მონური და შრომაზე უფრო მეფური.
მე რომ მოვკვდები, ჩემს სამარეს კი ნაგავს დააყრიან,მაგრამ იმავე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტს და გამოჩნდება ჩემი საქმე,ღირსი ბრძენთა გაოცებისა...
მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს
სიყვარული – ეს არის მთელი ეპოქა ქალის ცხოვრებაში, ხოლო ეპიზოდი – მამაკაცის ცხოვრებაში.
ადამიანის შესახებ მსჯელობენ მხოლოდ მისი მთავარი საქმეების და არა მისი შეცდომების მიხედვით.
სიკეთე არის ჩვენი მუდმივი ცხოვრების უმაღლესი მიზანი. როგორც არ უნდა გვესმოდეს სიკეთე, ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა სიკეთისკენ.
კეთილია, ვინც ხალხის სიკეთეზე ზრუნავს; ძალიან კეთილია, ვინც ამ სიკეთისთვის ევნო; სრულქმნილების ზღვარს მიაღწია, ვინც თავი დასდო სიკეთისთვის.
როგორც მეგობრობაში, ისევე მტრობაშიც, დააწესე მიმნდობლობისა და მტრობის გარკვეული საზღვრები. დაე, პირველი იქამდე ნუ მივა, რომ საშიში გახდეს, მეორე კი – შეურიგებელი.
სამართლიანი ადამიანის ზნეობრივი პრინციპები სავსებით ცვლის კანონებს
ადამიანი არ უნდა უჩიოდეს დროებას – ამით არაფერი გამოდის. დროება ცუდია. მერე რა, ადამიანიც ხომ სწორედ იმიტომ არის, რომ გააუმჯობესოს ის.
ერთგულება უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა თავმოყვარეობის მზაკვრული ფანდი, რომლის მიზანიც მოყვარეთა ნდობის მოხვეჭა გახლავთ; ესაა გზა, რომლითაც შეიძლება თავზე მოექცე სხვებს და ფარდა ახადო თვით ყველაზე დიდ საიდუმლოს.
ადამიანების უმრავლესობა თავისი დროის დიდ ნაწილს შრომაში ატარებს, რჩებათ ცოტა თავისუფალი დრო და ეს დრო ისე აღელვებთ, რომ ცდილობენ, თავიდან მოიშორონ ის.
სულელიც კი, თუ ის დუმს, შეიძლება, ბრძენად ჩაითვალოს. :D
ჭეშმარიტი თავისუფლება — გქონდეს ის, რაც შენთვის ყველაფერზე ძვირფასია, მაგრამ არ ფლობდე მას
თავისუფლება არაფერს ნიშნავს, თუ ის არ ითვალისწინებს შეცდომის თავისუფლებას
ცხოვრება იმითაა საინტერესო, რომ ერთ დღეს შეიძლება ყველა ოცნება ახდეს
აჰ როგორ გავს სიყვარულის გაზაფხული აპრილის ცვალებად დღეს, რომელსაც ხან მზის ციმციმი აშუქებს და ხან მოულოდნელად ღრუბლები აბნელებს
ადამიანები ნაჩვევი აზრების სამყაროში ცხოვრობენ
"კაცს მუდამ ორი ხასიათი აქვს,საკუთრი და ის,რომელსაც ცოლისგან შეიძენს..."
უარის თქმას, ზოგჯერ,არაფერი აქვს საერთო უარყოფასთან
დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.
ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.
ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმწუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი...
თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა
სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს
სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა
ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.
მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.
ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავ
ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის არის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.
ადამიანი იტანს მიწისძვრებს, ეპიდემიებს, ავადმყოფობათა საშინელებებს და ყოველგვარ სულიერ წამებას, მაგრამ ყოველ ხანაში მისთვის ყველაზე უმწვავესი ტრაგედია იყო, არის და იქნება საწოლი ოთახის ტრაგედია.
ადამიანი ისაა, ვინც საკუთარი თავი შეიცნო.
ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი.
ადამიანი იზრდება იმისდა კვალად, თუ როგორ იზრდება მისი მიზნები.
ადამიანი თავისი სურვილითვეა თვალხილული და ბრმა, თავისუფალი და მონა, პატიოსანი და მტარვალი.
ადამიანი თავის ბუნებით ანგარებიანია, ეგოისტია - და ის ეკონომიკური სისტემა, რომელიც გათვლილია უანგარობასა და «შეგნებულობაზე" -განწირულია
ადამიანი ზეადამიანად იქცა... მაგრამ ზეადამიანი თავისი ზეადამიანური ძალით, ჯერ კიდევ ვერ ამაღლდა ზეადამიანური შეგნების დონემდე. კაცი რაც მეტად ძლიერდება, მით მეტად ღარიბდება. ჩვენი სინდისი უნდა გააღვიძოს იმის შეგნებამ, რომ რაც მეტად ზეადამიანური ვხვდებით, მით მეტად ვკარგავთ ადამიანობას.
ადამიანი ვერასდროს ჰპოვებს ბედნიერებას ინტიმურ სიყვარულში, თუკი არ უყვარს მოყვარე, თუკი იგი არ არის დაჯილდოებული ჭეშმარიტი თავმდაბლობით, ერთგულების უნარით, თუკი არ არის გამბედავი, მოწესრიგებული. საზოგადოებაში, რომელიც ღარიბია ჩამოთვლილი თვისებებით, შესაბამისად, სიყვარულიც უცხო ხილი იქნება.
ადამიანი ესწრაფვის ცხოვრებაში იმას კი არა რომ ჰქმნას, რასაც საუკეთესოდ სთვლიან, არამედ იმას, რაც შეიძლება მეტს ნივთს დაარქვას თავისი სახელი და სთქვას, ჩემიაო.
ადამიანი ერთადერთი სულიერია, რომლისთვისაც გარჯა-მუშაობა მოვალეობაა
გინდა მტვერში, გინდა ტახტზე დასვან,
არამზადა თვითონ გასცემს თავსა
ჩააქრე ცეცხლი - ერიდე ხანძარს
თუ აბრიალდა ქვეყანას დაწვავს.
თუ შენ ვინმეს გაუწიე სასარგებლო სამსახური, არც უხსენო მტერს თუ მოყვარსს, არც ითხოვო საზღაური
სახვალიოდ გადადება არ უხდება საქმეს, ხვალ რა იცი რა მოხდება ჭკვიანს ეს არ არგებს
სწორედ მხატვრობა იქცა თანამედროვეობის უარყოფად, აღიარებად და მამოძრავებელ ძალად.
ჩვენი დრო ფეხმძიმეა ტრაგედიით ... ხელოვნება ხელოვნებისათვის - არაადამიანობაა. მხატვარიც იქ უნდა იყოს, სადაც ხალხია, მასთან ილხინოს და იტიროს, მე მარად ხალხთან ვარ.
ხელოვნება - ესაა ჭვრეტა, ესაა გონების სიხარული, ბუნების სიღრმეში, რომ შეუღწევია და ჩასწვდომია იმ ღვთაებრივ საწყისს, რომელიც მას აცოცხლებს.
შეხედეთ ხელოვნების შედევრებს, მათი მშვენიერება აზრში სულდგმულობს
კლასიკური ჯანსაღია, რომანტიკული - ავადმყოფური

Views: 857 |

Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Registration | Login ]

Music


Video

Programs


^
 
Make a free website with uCoz