Welcome

/news/minda_davkhat_39_o_chingiz_qurbanovi/2011-12-24-12

0.0

მინდა დავხატო (ჩინგიზ ყურბანოვი)

ავდგები დავხატავ, ცხოვრებას დავხატავ
გავაფერადებ ნათელ ფერებში
აღარ მაწვება აზრები მალული
განა აღარ მაქვს ნიჭი მხატვრული?
ავიღებ ფანქარს განვაგრძობ ხატვას
დავადებ ქაღალდს მოტეხილ ფანქარს
გადავთლი მქუხარედ, დავადებ ფურცელს
ვაპირებ ჩაფლული, დავხატო ზღაპრული
აგერ დავხატე უკვე ჩავხატე
განა ფურცელი თეთრი როდია
შავი ფურცელი თეთრი მგონია
დამიხატია ცხოვრება მალული
სულში ცხოვრების ნეტა მიგრძვნია
სიტყვა ნეტა აჩრდილს უგრძვნია
ანგელოზები თითქოს აღშფოთდნენ
ვითომ შეშინდნენ, ვითომ გაჩუმდნენ
განა მათაც შეშვენით სიჩუმე?
აღარ მსურს ვუყურო, უკვე დამღალეს
ვუყურებ გველებს ვხატავ სიჩუმეს
ვიღებ მაგალითს ვკითხულობ მარგალიტს
თვალისჩინივით მოვუვლი ნახატს
რათა აღარ მსურს ხატვა განვაგრძო
მინდა ცხოვრების კუთხეში დავხატო.
ლექსის ავტორი: ჩინგიზ ყურბანოვი

Views: 674 |

Category: აჩის ლექსები |

/news/minda_gadmogtset_chemi_pikrebi/2011-12-24-10

0.0

მინდა გადმოგცეთ ჩემი ფიქრები

გინდა იწამო რა არის შენი?
მიყევი მცნებას უფლისას შენში,
გინდა მიხვდე ვინ არის შენში?
მიყევი გრძნობას გულისას შენში,
მოდი ავდგები განვაგრძობ სიტყვებს
შევამკობ სულში გადმოვცემ გულში
შევინდობ მოკვდავს გადავცემ უფალს!
შევიგრძნობ უაზრო სიტყვებით მალულს
განა მკვლელია მოკვდავი დანით?
განა მინდა მოვიმკო ბნელი?
განა ვაღმერთებ ნატკენსა გულსა?
განა მინდა ვატკინო გული?
მორჩა დამთავრდა მინდა გავჩუმდე
მინდა გავაქრო ტკივილი მარად
მინდა სიცოცხლე ნათელი მარად
მინდა 
გადმოგცეთ სიტყვები მარად! 

Views: 647 |

Category: აჩის ლექსები |

/news/sasjeli_uplisa_chingiz_qurbanovi/2011-12-24-9

0.0

სასჯელი უფლისა (ჩინგიზ ყურბანოვი)

თითქოს სიჩუმემ კვნესა დაიწყო

თითქოს აჩრდილმა ლოცვა დაიწყო

ლოცვით სულმა ჩრდილი გაიქრო,

თითქმის მდინარე სისხლით აივსო

ანგელოზებმა თითქოს ამხილეს

თითქოს ხმაური სიჩუმით მოისპო

თითქოს ღმერთმა მრისხანედ შესძახა

კითხვას უსმევს უშიშრად ეშმაკსა

რად მიკლავ ამდენ საწყალ მოკვდავსა?

ეშმაკმა კითხვა თითქოს ადიდა

ღიმილით  ჩუმად 

ჩაიხარხარა

ხმა ამოიღო და თქვა:

სასჯელი უფლისა ზემოთ სჯობია

მიწაზე ტკივილი უფლისა როდია!.

ავტორი: ჩინგიზ ყურბანოვი.

Views: 633 |

Category: აჩის ლექსები |

/news/k_39_erp_39_is_didebit/2011-12-22-4

0.0

კერპის დიდებით


განუკითხავი კერპის დიდებით

სიკვდილის გზის ტანჯვის დინებით

გადარჩენილთა სულთა ძახილით

მიყვება სხეული ქვესკნელში მარხილით

ვეღარ ვუყურებ ამ ხალხის ტანჯვას

მგონი წლებია აღარ მსურს ხატვა

ფერებს ვუყურებ მიდგება თვალწინ

სადღაც დავტოვე ოცნება ამასწინ

ხატვის სურვილი მაშინ დავკარგე

როცა მე გულში ავი ჩავქარგე

ხატვა ხვედრია გამორჩეულის

ათასში ერთი ამორჩეულის

როცა გალავანს ვუყურებ ნატიფს

განდეგილი ვარ მგონი მარჯნის

გულამომშრალი სუნთქვა გამქრალი
გეზ გამოცვლილი სხვა გზას დამდგარი

ამ სიზმრად დავკარგე ჩემი დავთარი.

Views: 657 |

Category: აჩის ლექსები |

« 1 2 3

Music


Video

Programs


^
 
Make a free website with uCoz